კლუბის რეფლექსია
ინგლისური სასაუბრო კლუბის იდეა გასული
სასწავლო წლიდან წარმოიშვა. მისი დაარსების იდეაც თავად მოსწავლეებს ეკუთვნოდა. ახალი
სასწავლო წლის დასაწყისიდანვე დავიწყე ამ იდეის განხორციელება. პირველ რიგში გავაკეთე
განცხადება რათა ყველა დაინტერესებული პირისთვის
ყოფილიყო ინფორმაცია ხელმისაწვდომი, შემდეგში შევადგინე სამუშაო გეგმა და პირველ საინფორმაციო
შეხვედრაზე გავაცანი მოსწავლეებს. ამავე შეხვედრაზე ავირჩიეთ კლუბის ლიდერი, შევარჩიეთ
ლოგო (წიგნი და კალამი), და სახელწოდება (ინგლისური სასაუბრო კლუბი). კლუბი შეხვედრებს
განაგრძობდა ყოველ ორშაბათს 6 გაკვეთილის შემდეგ. კლუბის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური
მეტყველების უნარის განვითარება, პრეზენტაციების კეთება და მისი წარდგენა. თითოეულ
შეხვედრაზე მოსწავლეები ეცნობოდნენ მათვის საინტერესო და სახალისო თემებს. მიმდინარეობდა
ტექსტის კითხვა, ანალიზი, შესაბამისი ლექსიკური ერთეულის შესწავლა, პრეზენტაციის მომზადება
და წარდგენა. მოსწავლეები დიდ ინტერეს იჩენდნენ შეხვედრების დროს. კლუბის შეხვედრების
დროს დაიგეგმა სხვადასხვა ღონიძიებები: მაგ:
ზღაპარ „წითელქუდას“ მინი თეატრალური წარმოდგენა, დაიგეგმა და განხორციელდა კედლის
გაზეთის შექმნა რომელიც მიეძღვნა სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებს, (ოქტომბერ- ნოემბერში) ხოლო მარტში შეიქმნა კედლის გაზეთი რომელიც, ცნობილ
ქალებს მიეძღვნა სახელწოდებით „ქალები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო. მსოფლიო დედამიწის
დღესთან დაკავსირებით შევქმენით ხელოვნური ტყე სახელწოდებით: „ტყე შეუნახე შვილებსა“,
კლუბის ფარგლებში კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოხდა წაკითხული ნაწარმოებების
ილუსტრირება და ნახატების გამოფენის მოწყობა.
კითხვის დღესთან დაკავშირებით გავაკეთეთ ზღაპარ „მახინჯი იხვი ჭუკის“ წიგნები სადაც
თავად მოსწავლეებამა დაასურათეს და შესაბამის
ნახატს მიუწერეს ტექსტი. ეს ხელონურად
შქმნილი წიგნი ვიფიქრობ საწინდარი და სტიმული იქნებან კითხვის პოპულარიზაციის ასამაღლებლად.
კლუბის მეცადინეობის დროს განხილული საკითხები
მჭიდრო კავშირშია ერვნულ სასწავლო გეგმასთან. აქ ნასწავლი სიტყვები და სხვა უნარები
გადატანილი იქნება თითოეული მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დადებით მხარესთან ერთად
იყო მცირედი ხარვეზებიც. პირველ როგში პრობლემა იყო გაცდენებთან დაკავშირებით (გავრცელებული
ვირუსული ინფექციის გამო), სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება კლუბი კვლავ გაიხსნება
და უფრო მეტ საინტეესო და სიახლეს შემოგთავაზებს
მოსწავლეებს.
No comments:
Post a Comment