Monday, June 11, 2018

კლუბის წესდება


სსიპ  ქ. ბათუმის 25 საჯარო  სკოლის  კლუბ  ,,English conversation club“ ის
წესდება
1. ზოგადი    დებულებები
1.1. სსიპ ქალაქ ბათუმის 25 საჯარო  სკოლის  კლუბი ,, English conversation club“ ის (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.
1.2. კლუბი  დაფუძნებულია   ერთი  სასწავლო წლის  ვადით.
1.3. კლუბს  აქვს  სახელწოდება,   ლოგო,  აგრეთვე   შეიძლება   ჰქონდეს   სხვა  რეკვიზიტები.
1.4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  ქ. ბათუმი, ფრ. ხალვაშის 102.
2. კლუბის  მიზნები  და  ამოცანები
2.1.  მოსწავლეთა  საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა ;
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.5.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.7. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია   განახორციელოს  ნებისმიერი  საქმიანობა, რომელიც  ემსახურება  კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია  შედეგზე   და  არ ეწინააღმდეგება  საქართველოს  კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის  ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

3.1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის  საბაზო/საშუალო საფეხურის    მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით   ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში,დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;
3.6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
3.7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:
ა) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;
ბ) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.

4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

4.1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

5. კლუბის  მუშაობა

5.1. კლუბი  იკრიბება  საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამოქმედო  გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი  ინტერნეტსივრცეში  ქმნის  facebook –ის  გვერდს, სადაც  განთავსდება ინფორმაცია  კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და  ფოტომასალა კლუბის  საქმიანობის  შესახებ;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად  კლუბის წევრები:
           ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხვებზე;
           ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
           უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
           წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

6. ცვლილებების შეტანა
 წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.

7. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.

No comments:

Post a Comment